ლია ნადარაია

ლია ნადარაია - გენდერის ექსპერტი, ქალთა პოლიტიკური რესურსცენტრის დირექტორი, სამხრეთ კავკასიის ქალთა კონგრესის თავმჯდომარე და კავკასიის ფემინისტური ინიციატივის პრეზიდენტი. 2014 წლიდან ის გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის (CEDAW) კომიტეტის წევრია.

ორი ათწლეულის განმავლობაში ის ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, წერდა პუბლიკაციებს და რეალურად ახორციელებდა ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იყო ქალთა უფლებებზე და როლზე როგორც ადგილობრივ მმართველობებში, ისე ზოგადად პოლიტიკაში; ასევე კანონზე და საარჩევნო საკითხებზე ქალთა ცნობიერების ამაღლებაზე; მუშაობდა ქალების ინიციატივების და მონაწილეობის მხარდასაჭერ საკითხებზე.

მან შეიმუშვა რიგი სამართლებრივი, საკანონმდებლო რეკომენდაციები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა მონაწილეობის გაზრდასთან გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკურ პროცესებში. ეს მისი საქმიანობის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

გაეროში მისი მოღვაწეობა კი პირდაპირ არის დაკავშირებული თანასწორობის პოპულარიზაციასა და მხარდაჭერასთან როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე საქართველოში.