ქეთევან ბოჭორიშვილი

ქეთევან ბოჭორიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

ქეთევანს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო მენეჯმენტში მიებული აქვს იტალიაში, მილანში. სამუშაო გამოცდილების დაგროვება და ლიდერული უნარების დაუფლება ჯერ კიდევ სტუდენტური წლებიდან - მისი პირველ სამსახურიდან დაიწყო, როდესაც საერთაშორისო განათლების ამერიკის საბჭოებში პროექტის მენეჯერად მუშაობდა. მოგვიანებით მისი კარიერა მილანში მენეჯმენტის საკითხებში საკონსულტაციო კომპანიაში, შემდგომში კი ფონდში „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“ გაგრძელდა. 2010 – 2012 იყო საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი.

ქეთევანი 2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და ერთ-ერთი მთავარი პირი, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან პროგრამებს უდგას სათავეში როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ და რომლითაც უკვე 200-ზე მეტმა მეწარმემ ნახა სარგებელი.