Dimitri Tskitishvili

დიმიტრი ცქიტიშვილი არის საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი.

დიმიტრის აქვს აშშ-ს, ვაიომინგის უნივერსიტეტის საერთაშორისო მეცნირებათა მაგისტრის ხარისხი. ის წლების განმავლობაში იკავებდა ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო კავშირის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობას და კურირებდა შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის მიმართულებას.

დიმიტრი არის პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი. პარტიის დაარსების დღიდან, ის კურირებდა პარტია ქართული ოცნების საერთაშორისო ურთიერთობებს ევროპის პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და პარტიებთან.

დიმიტრი ასევე ეწევა აკადემიურ საქმიანობას, არის ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის ლექტორი სამაგისტრო კურსზე - საგარეო პოლიტიკის ანალიზი.